ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესი

ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესი
ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანო, დაფუძნებულია 1994 წელს. მან შეცვალა მანამდე არსებული ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების მუდმივმოქმედი კონფერენცია. კონგრესი პრაქტიკულად ეხმარება ახალ წევრ სახელმწიფოებს ეფექტიანი ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, კონგრესი: - გამოხატავს ევროპის რეგიონებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებს; - წარმოადგენს ფორუმს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ განიხილონ პრობლემები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები მთავრობებთან მიმართებაში; - გამოთქვამს რეკომენდაციებს მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის მისამართით, ადგილობრივი და რეგიონალური პოლიტიკის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით; - მჭიდროდ თანამშრომლობს ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას; - აწყობს მოსმენებს და კონფერენციებს, საზოგადოების წარმომადგენელთა ფართო მონაწილეობით; - ამზადებს რეგულარულ მოხსენებებს ქვეყნების მიხედვით, სადაც აღწერილია ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის მდგომარეობა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში და ამ ორგანიზაციაში შესვლის მსურველ სახელმწიფოებში; - ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის განხორციელების მონიტორინგს ადგილობრივ დონეზე. ბოლო პერიოდში ევროსაბჭოს შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა ისეთ სახელმწიფოთა ხარჯზე, რომელთა პოლიტიკური და ეკონომიკური ბაზა საკმაოდ განსხვავდება. ამის გამო, გარკვეული ცვლილებები მოხდა კონგრესის მიზნებთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი: - ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ქმედით ორგანოთა შექმნის მხარდაჭერა; - იმ ინიციატივების განვითარება, რომელთა მიზანია მოქალაქეთა მისწრაფების მხარდაჭერა მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი და რეგიონალურ დემოკრატიაში; - რეგიონალური და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის თანამშრომლობის მხარდაჭერა, მშვიდობის, შემწყნარებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სასიკეთოდ; - ადგილობრივი და რეგიონალური არჩევნების მონიტორინგი. კონგრესის შემადგენლობაში შედის ორი პალატა: ადგილობრივი ხელისუფლების პალატა და რეგიონების პალატა. ორივე პალატაში წარმოდგენილია 301 წევრი და 301 მათი მოადგილე. კონგრესის თავმჯდომარე აირჩევა ორ წელიწადში ერთხელ, რიგრიგობით თითოეული პალატეს შემადგენლობიდან. ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესს გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა წევრი სახელმწიფოებისათვის დახმარების აღმოსაჩენად. ეს არის: - ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებისათვის კადრების მომზადების ევროპის ცენტრთა ქსელი; - ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე დემოკრატიის მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის); - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოები.
Source: ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Полезное


Смотреть что такое "ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესი" в других словарях:

  • ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი — ევროსაბჭოს ხელმძღვანელი და დირექტიული ორგანო. მისი პრეროგატივაა მიიღოს გადაწყვეტილებები ევროპის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტი განსაზღვრავს ღონისძიებებს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის… …   Georgian encyclopedia

  • ზედამხედველობა — ცენტრალური (და/ან რეგიონალური) ხელისუფლების უფლება, კონტროლი გაუწიოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დელეგირებული კომპეტენციების (Local Governments in the ntw Europe. R.J. Bennett. Belhaven press.1999). Source: ადგილობრივი… …   Georgian encyclopedia

  • მედიის ანგარიშვალდებულების სისტემა — ცნება გულისხმობს ნებისმიერ არასახელმწიფო საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების წინაშე მედიის პასუხისმგებლობას. იმის გამო, რომ ხსენებული ცნება გლობალურია, ის საკმაოდ ბუნდოვანია. ის მოიცავს ცალკეულ პირებს და ჯგუფებს, რეგულარულ შეხვედრებს …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»